მკვლევარებმა 300-ზე მეტი ასეთი ჭიაყელა იპოვეს, რომლიდანაც ორი მოსკოვში მდებარე სამეცნიერო ინსტიტუტში პეტრის ჭურჭელზე დაკვირვების დროს გამოძრავდა და გაცოცხლდა. ერთი მათგანი, რომელიც 32 000 წლისაა, დუვანი იარში გაყინული იპოვეს, მეორე 41 700 წლის ასაკის კი - მდინარე ალაზეიას ყინულებში.
რუსი მეცნიერების თქმით, ისინი მუშაობდნენ არქტიკიდან მიღებულ პირველი მონაცემებზე, რომლებიც აჩვენებდნენ მრავალუჯრედიანი ორგანიზმების შესაძლებლობებს ხანგრძლივ კრიობიოზში.
მკვლევართა ვარაუდით, აღმოჩენილი ნემატოდების ეს უნარი სამომავლოდ შესაძლოა სამეცნიერო და პრაქტიკული მნიშვნელობის გახდეს მეცნიერების ისეთი სფეროებისთვის, როგორიცაა - კრიომედიცინა, კრიობიოლოგია და ასტროფიზიოლოგია.