ავტომობილი უნიკალური თვისებების რიგით გამოირჩევა. მაგალითად, შუმახერმა მას ოპციები დაამატა, რომელიც დანარჩენ 399 ეგზემპლარში არ არის. ამ ავტომობილისთვის უნიკალურია შუშის ელექტრონული ამწევი და აუდიოსისტემა Bose. აგრეთვეა განსაკუთრებული დამატებები, მუხრუჭების წითელი სუპორტების (Rosso Scuderia), ტიტანიუმის დისკებისს და მიხაელ შუმახერის ლოგოტიპების სახით სავარძლებსა და ზღურბლებზე. „კაპოტის“ შიდა მხარეს „ფერარის“ ხელმძღვანელებისა და ფორმულა 1-ში შუმახერის მეტოქეების ავტოგრაფებია. ძარა ტრადიციუალ ფერშია შესრულებული, ინტერიერი კი გაწყობილია ტყავით - Cuoio.
ეს ავტომობილი 2013 წელ უკვე იყიდებოდა, როდესაც სამთო-სათხილამურო ტრასაზე უბედური შემთხვევის შემდეგ უდიდესი პილოტის სარბოლო კარიერა დასრულდა. მაშინ ფასი 1 მილიონი დოლარ დააწესეს, ამჯერად კი ფასი უცნობია.