weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩრდილოეთ კორეამ საკუთარი წარმოების iPad გამოუშვა

10:09 ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017

ჩრდილოეთ კორეაში საკუთარი პროდუქციის iPad-ების წარმოებით ადგილობრივი კომპანიაა (Myohyang IT Company) დაკავებული, რომელმაც პირველი პარტია უკვე გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ სიახლე ორიგინალისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება და მას სახელწოდებაც მსგავსი მიანიჭეს - Ryonghung IPad.

ჩრდილო კორეულ სიახლეს 8-დუმიანი ეკრანი, 4-ბირთვიანი პროცესორი და 1 გბ ოპერატიული მეხსიერება აქვს, მისი ბატარეა ექვსსაათიან მუშაობას უზრუნველყოფს. Ryonghung IPad-ში თავდაპირველად 40 აპლიკაცია ჩატვირთეს, მათ შორის არის სოფლის მეურნეობისთვის საჭირო დამხმარე გამოსათვლელი მანქანა, ჯანმრთელობის ენციკლოპედია და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ პლანშეტს ქსელური ადაპტერი აქვს. სპეციალისტები ვერ ხსნიან რისთვის კეთდება ეს ყველაფერი, რადგან ტოტალიტარულ ქვეყანაში ინტერნეტი საერთოდ აკრძალულია. ჩრდილო კორეული პლანშეტის ღირებულება ჯერ-ჯერობით უცნობია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]