სერფინგითა და ავტორბოლებით, საზღვაო ბიოლოგიითა და ზვიგენების შესწავლით გატაცებულმა პოლ უოკერმა კინოში გადაღება ადრეულ ბავშვობაში დაიწყო, კრიმინალური ბოევიკი „ფორსაჟი“ კი მის კარიერაში ყველაზე წარმატებულ საფეხურად იქცა.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტურ ფილმში, რომლის პრემიერა 11 აგვისტოს შედგება, პოლ უოკერის კოლეგების, მეგობრების და ნათესავების ექსკლუზიურ ინტერვიუებთან ერთად უამრავი საინტერესო კადრი მოხვდა პირადი არქივიდან.