„როდესაც პიცის მომტანი კართან ზარს რეკავს, მყისიერად ვიქცევი ხოლმე პავლოვის ერთ-ერთ ძაღლად და ნერწყვი მომდის იმ ხმაზე, რომელიც ყველიანი მრგვალი დიდებულების მოსვლას მოასწავებს. ამას დღესასწაულის სურნელი აქვს, მიყვარს ამ ბედნიერი შემთხვევით სიხარული, რადგან „პაპა ჯონსის“ პიცა ჩემი საყვარელი საკვებია.“ - ეწერა კოლეჯელი თინეიჯერი გოგონას ესეში, რასაც იელის უნივერსიტეტის მიმღებმა ოფიცერმა პასუხი სახალისო წერილით გასცა: „როგორც პიცის რიგითმა მოყვარულმა, ძალიან ბევრი ვიცინე, შემდეგ კი პიცა შევუკვეთე, მოხარულები ვართ შემოგთავაზოთ იელის უნივერსიტეტში სწავლა“.
უფასო კრეატიულ რეკლამაზე პასუხი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პიცის მომსახურების ქსელ „პაპა ჯონსსაც“ არ გამორჩენია და კაროლინა უილიამსი თავად კომპანიის დამაარსებელმა ჯონ შნატერმა, იგივე პაპა ჯონმა, ერთწლიანი უფასო პიცით კვების გარდა, ერთდღიანი წვეულებითა და სხვადასხვა საჩუქრებითაც დააჯილდოვა.