weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ალექსანდრ სოკუროვი ევროპის კინოაკადემიისგან საპატიო ჯილდოს მიიღებს

12:40 ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017

ევროპის კინოაკადემია (EFA), რომელიც წელს 30 წლის იუბილეს აღნიშნავს, აღიარებულ რუს რეჟისორ ალექსანდრ სოკუროვს საგანგებო პრიზს - მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ჯილდოს გადასცემს.

გამოჩენილი რუსი რეჟისორის ფილმები ხშირად ხვდება მსოფლიოსა თუ ევროპის სხვადასხვა პრესტიჟულ კინოფესტივალებსა და დაჯილდოებებზე. ალექსანდრ სოკუროვს საქვეყნოდ აღიარება მოუტანა ე.წ. ძალაუფლების ტეტრალოგიამ: „მოლოქი“ (1999) - საუკეთესო სცენარის პრიზი კანის კინოფესტივალზე; „კურო“ (2000) - კანის კინოფესტივალის მონაწილე; „მზე“ (2004) - ბერლინის კინოფესტივალის მონაწილე; „ფაუსტი“ (2011) - ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო „ოქროს ლომის“ მფლობელი. სოკუროვის ფილმოგრაფიაში ასევე გამორჩეული ნამუშევრებია: „დედა და შვილი“ (1997), „მამა და შვილი“ (2003) და „რუსული კიდობანი“ (2002), რომელიც ერთი უწყვეტი კადრითაა გადაღებული.

აღნიშნულ საპატიო პრიზს ალექსანდრ სოკუროვს 9 დეკემბერს, ბერლინში გასამართ ევროპული კინოაკადემიის დაჯილდოვების ცერემონიაზე გადასცემენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის კინოაკადემია გამოჩენილმა შვედმა რეჟისორმა ინგმარ ბერგმანმა დააარსა და მისი პირველი პრეზიდენტი იყო. ამჟამად მისი პრეზიდენტი ცნობილი გერმანელი რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, დრამატურგი და ფოტოგრაფი ვიმ ვენდერსია. კინოაკადემია 2500-ზე მეტ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის წარმომადგენელ წევრს ითვლის. უკანასკნელი დაჯილდოება გასულ წელს პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გაიმართა და გერმანული კომედიური დრამა „ტონი ერდმანის“ ტრიუმფით დასრულდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]