Lexus LC Yellow Edition-ის შეკვეთა შესაძლებელია, როგორც 477 ცხენისძალიანი V8 5.0 ძრავით და ათსაფეხურიანი „ავტომატით“ (ვერსია LC500), ასევე - 359 ცხენისძალიანი ბენზინელექტრონული ძალოვანი დანადგარითა და ტრანსმისიით, რომელიც ვარიატორსა და ოთხდიაპაზონიანი „ავტომატისგან“ (LC500h) შედგება.
სპეცსერიის მანქანა, რომლის ფასიც უცნობია, უნიკალურ ყვითელ ფერშია (Vibrant Flare Yellow) შესრულებული და ბორბლების 21-დუიმიანი ჭედური დისკებითაა შემოსილი. სპორტული წინა სავარძლები გამათბობლით, გამაგრილებლითა და ათი მიმართულებით ელექტრორეგულირების სისტემითაა აღჭურვილი. აუდიოსისტემა (Mark Levinson) 13-დინამიკიანი 915-ვატიანი დანადგარია.
ყვითელი ფერი სალონშიცაა, სადაც გამორჩეულია კარებზე არსებული ხელოვნური ხავერდის ჩანართები, კონტრასტული მონაქარგი სავარძლებზე, საჭეზე, წინა პანელსა და ცენტრალურ დასაყრდენზე.