„გარდიანის“ მიერ გამოქვეყნებული ფოტო-კოლაჟიდან არჩეულ საუკეთესო ფოტოებზე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილის მკვიდრი ცხოველები და ფრინველებია დაფიქსირებული.
ჯერომ მიურეი - ევროპული რუხი კურდღელი (Lepus europaeus) და მისი ბაჭია გლოსტერის გზაზე.
მეტ ბერი - ევროპული ყელსაბამიანი ხოჭო (Carabus monilis) ფერმის მიწაზე, ინგლისი.
ერნი ჯეინსი - მუშა თაფლის ფიუტკრები ლავანდის ყვავილებთან ნორფოლკში.
ფილ უინტერი - პატარა ბუ და პატარა კოდალა ერთმანეთს უცქერენ ხის ტოტზე, რინგმერში, აღმოსავლეთ ესექსი, ინგლისი.
Alamy - კაკაჩა ხავსმოდებულ ქვაზე ჯდება ლეიკლენდში, ინგლისი.
რებეკა ნადენი - ცულნისკარტა (Fratercula) ნადავლით სკომერის კუნძულზე, უელსი.
მანფრედ ბონი - ალპური ვირზაზუნა ლიხტენშტაინის ქალაქ მალბუნის მახლობლად.
ვასილი ფედოსენკო - გედი ტბაზე ბელარუსულ სოფელ სოსენკას მახლობლად.
იურგენ ოტო - იურგენ ოტოს მიერ 2017 წელს აღმოჩენილი სახეობა ფარშევანგა ობობა (Maratus Unicup).
ჯუ ვეი - მწვანე მცურავი (Hierophis viridiflavus) ბაკოს ეროვნულ პარკში, მალაიზია.
თომ პირსი - ზებრები კიდეპოს ეროვნულ ნაკრძალში, უგანდა.
ედგარ ბუიონი - გრიზლი და მისი ბელები ბანფის ეროვნულ პარკში, ალბერტას შტატი, კანადა.