„პოპაის სოფელი“, ენქორ ბეი, მალტა: ცნობილ მულტიპლიკაციურ პერსონაჟზე გადაღებული 1980 წლის მხატვრული ფილმი პოპულარულობით ვერ დაიკვეხნის, თუმცა კუნძული მალტის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე ხის ლამაზი სახლებით შეფენილი სოფლის ასაშენებლად შთაგონების წყარო აღმოჩნდა
„მაღალი ჩაპარალი“, ვერნამო, შვედეთი: ბიგ ბენგტის მიერ დაარსებული ველური დასავლეთის თემატური პარკი 1966 წელს გაიხსნა. კოვბოების ქალაქში, სადაც ორთქლმავალი მოძრაობს, ხშირია აფეთქებები და სროლები. აქ ვესტერნის ჟანრის ფილმები ცოცხლდება ექვს სხვადასხვა შოუში,
„ეფტელინგი“, კაატსჰოიველი, ნიდერლანდები: ჰოლანდიელთათვის პოპულარული, თუმცა უცხოელებისთვის სრულიად უცნობი პარკი სახელად „ეფტელინგი“ სავსეა ფანტასტიკური ზღაპრების თემატური ატრაქციონებითა და პერსონაჟებით. პარკი, რომლის ვიზიტორთა 94% ჰოლანდიელია, 1952 წელს გა
„ვულკანია“, სენ-ური, საფრანგეთი: ფრანგული სამეცნიერო-საგანმანათლებლო თემატური პარკი ვულკანებს საინტერესოდ აცოცხლებს. აქვეა შემეცნებითი მუზეუმი ვულკანების შესახებ. ავსტრიელი არქიტექტორის, ჰანს ჰოლაინის დიზაინის მიხედვით შექმნილი პარკი 2002 წელს გაიხსნა.
„გრუტასის პარკი“, დრუსკინინკაი, ლიტვა: ტყეში გაშენებელ პარკში ვიზიტორებს ხეებს შორის შეხვდება სტალინის, მარქსისა და სხვა კომუნისტების ძეგლები და მონუმენტები. როგორც ხვდებით, პარკის დაბადება ლიტვის კომუნისტურ ერას უკავშირდება. პარკში აგრეთვეა საბავშვო მოედ
„სიამის პარკი“, ტენერიფე, ესპანეთი: უზარმაზარი ტაილანდური პარკი კანარის კუნძულებზე ქალაქ ტენერიფეში 2008 წელს აშენდა. მდინარე მეკონგის სწრაფი ნაკადების, აზიური დრაკონების, ტაილანდური კოშკისა და თავბრუდამხვევ ატრაქციონების ნახვასთან ერთად მსურველს შეუძლია
„ლეოლანდია“, კაპრიატე სან ჯერვაზიო, იტალია: საბავშვო პარკი ლომბარდიაში ბოლო წლებში კიდევ უფრო განახლდა, დაემატა ცნობილი საბავშვო პერსონაჟი გოჭი პეპა და გაფართოვდა კოვბოების ქალაქი. აქ მნახველები შეხვდებიან მეკობრეებს, ფერიებს, ცხოველებს პატარა ზოოპარკში დ
„ბაკენი“, კლამპენბორგი, დანია: „ბაკენი“ დედამიწის უძველესი გასართობი პარკია. კოპენჰაგენიდან 10 წუთის სავალზე მდებარე თვალწარმტაცი, ისტორიული, გასართობი საოჯახო პარკი 1583 წლიდან იზიდავს სტუმრებს. პარკის მთავარი გმირი კლოუნი პიეროა. კლასიკადაა აღიარებული 1
„ტრიპსდრილი“, კლეებორნი, გერმანია: სამხრეთ გერმანიაში, ფიშერების ოჯახის მიერ 1929 წელს გახსნილი პარკი უძველესია გერმანიაში. „ტრიპსდრილი“ 860 მეტრი სიგრძის ხის თანამედროვე ატრაქციონით იწონებს თავს გარეული ცხოველებით მდიდარ ტყე-პარკში, რომელიც დღესაც ფიშერე
„არეა 47“, ტიროლი, ავსტრია: იოცტალის ველზე გაშენებული თანამედროვე პარკი ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარულთათვისაა. კედელზე ცოცვა, ხიდიდან გადმოხტომა, წყლის თხილამური და სხვა უამრავი ექსტრემალური საშუალება პარკში ბევრ ვიზიტორს მასპინძლობს.