აღმოჩენილი პლანეტის ასაკი დაახლოებით 200 მილიონი წელია, ანუ ვარსკვლავური თვალსაზრისით, ის ჯერ მხოლოდ ჩვილია. ამასთანავე იგი „მოხეტიალეა“, ანუ არ მიეკუთვნება არც სხვა ობიექტს და მდებარეობს ჩვენგან 20 სინათლის წლის მანძილზე. მზის ზედაპირის 5500 გრადუს ცელსიუს ტემპრატურისგან განსხვავებით, ის შედარებით ცივია და მისი ზედაპირის ტემპერატურა 825 გრადუს ცელსიუსს აღწევს. მისი მაგნიტური ველი უკეთესად შესასწავლად ნამდვილად ღირს - ის იუპიტერის მაგნიტურ ველზე 200-ჯერ ძლიერია. ობიექტს იუპიტერზე 12.7-ჯერ მეტი მასა და აქვს და თავსდება ზუსტად პლანეტის ზედა ზღვარზე, რომლის იქით უკვე ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავის ტერიტორია იწყება.
საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის განმარტების მიხედვით, ყავისფერი ჯუჯა არის ობიექტი, რომელიც პატარაა იმისათვის, რათა აწარმოოს წყალბადის სინთეზი - დომინანტი პროცესი, რომელიც ვარსკვლავებში ენერგიას გამოიმუშავებს, მაგრამ საკმარისად დიდია, რათა აწარმოოს მძიმე წყალბადის (დეტერიუმი) სინთეზი - დაბალ ტემპერატურაზე მიმდინარე პროცესი, რომელიც სასიცოცხლოა ახლად წარმოქმნილი ვარსკვლავებისთვის. ყავისფერ ჯუჯებს ხშირად „არშემდგარ ვარსკვლავებსაც“ უწოდებენ.