weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვიეტნამში გახსნილი ახალი ხიდი „ბეჭდების მბრძანებლის“ სამყაროს ჰგავს

10:55 ოთხშაბათი, 08 აგვისტო 2018

ვიეტნამის ქალაქ და-ნანგში ახალგახსნილი ელეგანტური ხიდი გოლიათის ორ ხელს მოგაგონებთ, რომლებსაც სავალი ნაწილი უკავია. კრეატიულ ნაგებობას მნახველები „ბეჭდების მბრძანებლის“ ზღაპრული სამყაროს ელემენტად აღიქვამენ.

დიზაინი კომპანია TA Landscape Architecture-ს ეკუთვნის. „ოქროს ხიდი“, როგორც მას ოფიციალურად ეწოდა, ზღვის დონიდან 1400 მ სიმაღლეზე მდებარეობს ბა-ნას გორაკებზე, საიდანაც წარმტაცი ხედი იშლება. მისი სიგრძე 150 მეტრია.

ვიეტნამი ამჟამად ტურიზმის ბუმს განიცდის და ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ვიზიტორს მასპინძლობს. „ოქროს ხიდიც“ სწორედ იმ უმსხვილესი ინვესტიციის ნაწილია, რითაც აზიურმა ქვეყანამ წელიწადში 1.5 მილიონზე მეტ ტურისტს უნდა უმასპინძლოს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]