weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჯიმ კერი ახალ კომედიურ სერიალში ითამაშებს

11:40 ოთხშაბათი, 08 აგვისტო 2018

ჰოლივუდის კომიკოსი ვარსკვლავი ჯიმ კერის ახალ კომედიურ სერიალში გამოჩნდება. სატელევიზიო პროექტი, რომელშიც მონაწილეობას 56 წლის აღიარებული მსახიობი მიიღებს, 9 სექტემბრიდან გავა ტელეარხ Showtime-ზე.

სერიალში ჯიმ კერი ფრანგ რეჟისორ მიშელ გონდრისთან ერთად დაკავდება, რომელთან ერთადაც უმუშავია საკულტო ფილმზე „ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება“.

სერიალის პირველი სეზონი 10 ეპიზოდისგან იქნება შემდგარი. მასში კომიკოსი მსახიობი საბავშვო ტელეგადაცემის წამყვანს ასრულებს, რომელსაც ოჯახური პრობლემები აქვს. Kidding-ის ტრეილერის ნახვა უკვე შესაძლებელია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]