არაოფიციალური წყაროები იტყობინებიან, რომ კლიენტებისთვის ხელმისაწვდომი, 3 და 5-კარიანი ვერსიები, ღია და დახურული ძარით, ძვირადღირებული მოდიფიკაცია, აგრეთვე ექსტრემალური უგზოობისთვის განკუთვნილი ვერსია იქნება. სიახლის ძრავების გამაში უნდა შევიდეს ტურბოჩამბერიანი, ბენზინის და დიზელის, ოთხცილინდრიანი, ორლიტრიანი აგრეგატები, აგრეთვე სამლიტრიანი V6 ძრავაც. გარდა ამისა, გაყიდვაში ავტომობილის ელექტრონული ვერსიაც გამოჩნდება. სიახლის ამგვარი მოდიფიკაცია აღიჭურვება ერთი ელექტროძრავით და აკუმულატორით.
ცნობილია, რომ ამჟამინდელი თაობის Land Rover Defender-ის წარმოება 2016 წლის იანვარში შეწყდა.