ორი კვირის წინ ვარსკვლავი 24 წლის ოსტინ მიკელ კლეიმ დააზიანა, რისთვისაც ის დააკავეს და 20 000 დოლარი ჯარიმის გადახდა მოუწია.
ამჯერად კი ანონიმური ქუჩის ხელოვნებისგან შემდგარმა ჯგუფმა, სახელად The Faction, ვინილის მასალისგან დასაკრავი ვარსკვლავები დატოვეს და ქმედება იმით განმარტეს, რომ თუკი ბულვარში ვარსკვლავი არსებობს, ის უნდა იყოს, და თუ არ უნდა იყოს, მაშინ არც იქნებოდა. მოგვიანებით პოლიციამ ჯგუფის მიერ დაკრული ვარსკვლავები აიღო.
ჰოლივუდის დიდების ხეივანში არსებული ტრამპის ვარსკვლავის აღებას უამრავი ადამიანი და ორგანიზაცია ითხოვს, მიზეზად კი ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან ქალთა მიმართ არასასურველ მოპყრობას ასახელებენ. საკითხს აქტიურად განიხილავს ლოს ანჯელესის მერია და ჰოლივუდის კომერციის პალატა. იგივე მიზეზით ითხოვენ ბულვარიდან ბილ კოსბის ვარსკვლავის აღებასაც, რომელიც სექსუალური ძალადობის ბრალდებითაა გასამართლებული.