weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

სტივ მაკქვინის ოჯახმა „ფერარის“ სასამართლოში უჩივლა

14:50 შაბათი, 11 აგვისტო 2018

ლეგენდარული მსახიობის, სტივ მაკქვინის ოჯახი უკმაყოფილოა იმით, რომ „ფერარი“ მსახიობის სახელს ავტომობილების გასაყიდად იყენებს და ამიტომაც იტალიურ კომპანიას ზიანის ანაზღაურებისთვის უჩივის.

ოჯახი ამტკიცებს, რომ ავტოკომპანიამ რეკლამისთვის მსახიობის სახელი ნებართვის გარეშე ჯერ კიდევ 2016 წელს გამოიყენა, როდესაც „ფერარი“ საკუთარ 70 წლის იუბილეს ავტომობილების სპეციალური სერიის გამოშვებით აღნიშნავდა. ერთ ავტომობილს The McQueen-Ferrari California T ერქვა.

„ფერარების“ მოყვარული მსახიობის ვაჟმა ჩედვიკ მაკქვინმა 30 ივლისს, ლოს ანჯელესის ოლქის უზენაეს სასამართლოში საჩივარი შეიტანა და ზიანის მიყენებისთვის 2 მილიონი დოლარის ანაზღაურება მოითხოვა. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ მსახიობის სახელი საკუთარ საიტზე, სოციალურ ქსელებსა და სარეკლამო ბროშურებში გამოიყენა.

2011 წელს ჩედვიკ მაკქვინი „ფერარის“ ქარხანას ესტუმრა და კომპანიის პრეზიდენტთან უნიკალური ავტომობილის, The McQueen პროექტი განიხილა, თუმცა იმ პირობით, რომ ოჯახს პროექტში მაკქვინის სახელის გამოყენების ექსკლუზიური უფლება ექნებოდა. პუბლიკაციების მიხედვით, მაკქვინის ოჯახი შოკირებული იყო, როდესაც 2017 წელს გაიგო, რომ იტალიურმა მხარემ შეტყობინებისა და უფლების გარეშე The McQueen-ის რეკლამირება და გაყიდვა დაიწყო და რეკლამაში სტივ მაკქვინის პიროვნება გამოიყენებოდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]