უცხოური მედიის ინფორმაციით, პოლიცია ვარაუდობს, რომ მამაკაცი სახლს განზრახ დაეჯახა.
ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, მამაკაცი ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა იზოლატორიდან გამოსვლა გირაოს გადახდით შეძლო. რამდენიმე საათის შემდეგ, მამაკაცი მისი საცხოვრებელი სახლიდან 25 კილომეტრში მდებარე აეროპორტიდან აფრინდა, გეზი პირდაპირ სახლისკენ აიღო და ორსართულიან შენობას შეასკდა.
არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი მამაკაცის უფროსს ეკუთვნოდა.