weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახალი გამოგონება ადამიანს თევზაობაში დაეხმარება

12:30 ოთხშაბათი, 11 იანვარი 2017

სმარტ-რობოტების მწარმოებელმა კომპანია PowerVision-მა ახალი წყალქვეშა დრონი შექმნა, რომელიც სათევზაოდ წასულ ადამიანს სახლში ნადავლის გარეშე დაბრუნებულს არ დატოვებს. ინოვაციური მოწყობილობა, სახელად PowerRay, წყალქვეშ გადაადგილდება და 4K კამერითა და WiFi-ს ფუნქციით მფლობელის სმარტფონს სიგნალს მაშინ უგზავნის, როდესაც წყალში თევზებს აღმოაჩენს.

„პაუერრეი“, რომელიც წყალქვეშ 30 მ სიღრმეზე ჩადის, GPS მოდულზეც მუშაობს, რაც განაპირობებს მისი მფლობელისთვის ზუსტი ადგილმდებარეობის გაგზავნას. ინოვაციის აპლიკაცია უკვე არსებობს Android-სა და iOS-ის პლატფორმაზე.

წყალქვეშა დრონს, ცხადია თავისი პირველადი ფუქნციაც გააჩნია და თვალწარმტაცი წყალქვეშა სამყაროს 4K რეზოლუციით ვიდეო-ფოტო გადაღებაც შეუძლია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]