სერიალში სათაურად Avenue 5, მოქმედება მომავალ დროში, კოსმოსში განვითარდება. ინგლისელი მსახიობი მასში ხომალდ Avenue 5-ის ქარიზმატული კაპიტნის, რაიან კლარკის როლს შეასრულებს.
ჰიუ ლორისა და „სტალინის სიკვდილით“ ცნობილი არმანდო იანუჩისთვის აღნიშნული სერიალი მორიგი თანამშრომლობა იქნება პოლიტიკურ-სატირული სერიალ Veep-ისა და ჩარლზ დიკენსის „დევიდ კოპერფილდის“ ახალი, თანამედროვე ეკრანიზაციის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ სამი ოქროს გლობუსის ჯილდოს მფლობელი ჰიუ ლორი ასევე გამოჩნდება ჯორჯ კლუნის მიერ წარმოებულ ექვსეპიზოდიან დრამატულ მინი-სერიალში Catch-22, რომელიც ჯოზეფ ჰელერის ამავე სახელწოდების საომარი სატირული რომანის ადაპტაცია იქნება.