weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

True Detective: მესამე სეზონის პირველი ვიდეოკადრები

10:10 ორშაბათი, 27 აგვისტო 2018

ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი, ამერიკულ ტელეარხ HBO-ს პროექტი True Detective მესამე სეზონით იანვარში დაბრუნდება. ახალი ეპიზოდების პირველი ვიდეოკადრები ახლახანს გავრცელდა.

მე-3 სეზონში მთავარ როლს ოსკაროსანი მსახიობი მაჰერშალა ალი ასრულებს, რომლის გმირის არკანზასის შტატის პოლიციის დეტექტივია. ახალ სეზონში, სადაც მოქმედება სამ სხვადასხვა დროში ხდება, მაყურებელი ასევე იხილავს კარმენ ეჯოგოს, სკუტ მაკნეირისა და სტივენ დორფს.

ახალი სეზონის სცენარის ავტორი წინების მსგავსად ნიკ პიცოლატო გახლავთ, რეჟისორი კი - ჯერემი სოლნიე.

შეგახსენებთ, რომ True Detective-ის პირველი სეზონი 2014 წელს გამოვიდა და კრიტიკოსებისა და მაყურებლებისგან უაღრესად დადებითი შეფასებები მიიღო. მომდევნო წელს კი მაყურებელმა ანთოლოგიური სერიალის მეორე სეზონი იხილა, რომელსაც არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ორივე სეზონმა ჯამში სხვადასხვა დაჯილდოებებზე 30-ზე მეტი ნომინაცია და 12 ჯილდო მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]