weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ჰავანა: დაუმთავრებელი ქალაქი

15:39 ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017

გერმანელმა ფოტოგრაფმა ბერნჰარდ ჰარტმანმა თავის ახალ წიგნში კუბის დედაქალაქ ჰავანას ძველ უბნებში არსებული ორივე სამყარო - დანგრევის პირას მყოფისა და ბრწყინვალედ შემონახული შენობების ფოტოები გამოაქვეყნა.

ჰავანას შენობებს შორის მრავალი მათგანი მე-19 საუკუნეშია აშენებული. ზოგიერთი ინგრევა, ზოგი შესანიშნავ მდგომარეობაშია, ზოგი კი რესტავრაციის შემდეგ გამოიყურება ბრწყინვალედ.

ნებისმიერ ქუჩაზე საზოგადო შეკრების ადგილებში მრავლადაა ქვეყნის ეროვნული გმირის, ჩე გევარასა და კუბის პოლიტიკური ლიდერის, ფიდელ კასტროს პორტრეტები. ჰავანას ძველი უბნის 3500-მდე შენობა დანგრევის პირასაა, თუმცა ხალხი იქ მშვიდად ცხოვრებას განაგრძობს.

„ჰავანა დაუმთავრებელი ქალაქია, უხარისხო და მოუვლელი“, - წერდა კუბელი მწერალი ალეხო კარპენტიერი თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში. ეს სიტყვები ახლაც ისეთივე სრული ჭეშმარიტებაა, როგორც 1940-იან წლებში მისი დაწერისას იყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]