weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ემა სტოუნს ემა უოტსონი შეცვლის

16:08 სამშაბათი, 28 აგვისტო 2018

ემა უოტსონი შეუერთდა სამსახიობო ჯგუფს ლუიზა მეი ოლკოტის კლასიკური რომანის, „პატარა ქალების“ ეკრანიზაციაში, რომელშიც „პოტერიადის“ ვარსკვლავი ოსკაროსან ემა სტოუნს შეცვლის. ფილმში მონაწილეობას ასევე მიიღებენ მერილ სტრიპი, სირშა რონანი, ტიმოტე შალამე, ლორა დერნი და ფლორენს პიუ.

სტუდია Sony Pictures-ის ფილმს ოსკარის ნომინანტი ახალგაზრდა მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი გრეტა გერვიგი თავისივე ადაპტირებული სცენარის მიხედვით გადაიღებს.

„პატარა ქალების“ გადაღებები სტარტს სექტემბერში აიღებს, გამოსვლის თარიღი კი ჯერ-ჯერობით უცნობია.

კლასიკური რომანში, რომელიც 1868-69 წლებში გამოქვეყნდა, მოქმედება მასაჩუსეტსის შტატში, სამოქალაქო ომის შემდეგ ვითარდება. მისი გმირები მარჩების ოჯახის ოთხი დაა - მეგი, ჯო, ბეტი და ემი.

„პატარა ქალები“ ეკრანზე მრავალჯერ გადაიტანეს, მათგან ყველაზე ცნობილი 1933, 1949 და 1994 წლებში გამოსული სამი ეკრანიზაციაა, რომლებიც შესაბამისად ჯორჯ ცუკორმა, მერვინ ლეროიმ და ჯილიან არმსტრონგმა გადაიღეს. ნაწარმოები მინი-სერიალის სახით გასულ წელს BBC-იმაც გადაიღო, სექტემბერში კი რომანის თანამედროვე დროში გადმოტანილი კიდევ ერთი ეკრანიზაცია გამოვა.

1994 წლის კინოვერსიაში მთავარ როლებს უინონა რაიდერი, სიუზენ სარანდონი, გაბრიელ ბირნი, კირსტენ დანსტი, კლერ დეინსი და ქრისტიან ბეილი ასრულებდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]