ეპიკური სურათის სცენარის ავტორი მელ გიბსონის ხშირი კოლაბორატორი რენდალ უოლასი იქნება. ფილმის წარმოებით კინოკომპანია Warner Bros. და მისი სტუდია New Line Cinema დაკავდებიან.
კამეჰამეჰა ლეგენდად ქცეული მეფე იყო, რომელმაც ჰავაის კუნძულების მაცხოვრებლები პირველად გააერთიანა. მის დროს აღორძინდა არქიპელაგი და ხდებოდა ევროპულ გემებთან ვაჭრობა.
აღსანიშნავია, რომ ჰავაიელმა მოძღვარმა კაჰუმ პროექტი და მისი შემქმნელები უკვე დალოცა და ტრადიციული კურთხევა მისცა.