„ნივა“ რომელიც ვიზუალურად თითქმის არ შეცვლილა, მისი წარმოების დაწყებიდან დღემდე ახლა სრულიად სახეცვლილი წარდგა პუბლიკის წინაშე. როგორც კომპანიაში აცახდებენ ეს არის Land Rover Defender-ის მსგავსი უკომპრომისო „ოფროუდერი“ და რუსეთის „ნამდვილი თილისმა“.
კომპანია Lada-ს დიზაინერის, ბრიტონ სტივ მატინის განცახდებით, 4X4 Vision წარმოადგენს ფილოსოფიას საუკეთესო ოფროუდერი ავტომობილისა. ხოლო კითხვაზე - ზუსტად ასეთი მოდელით რატომ არ მოხდება სერიულის ჩანაცვლება, მან უპასუხა, რომ ეს კონცეპტი გვიჩვენებს, თუ როგორი შეიძლება იყოს ახალი „ნივას“ მომავალი.
4X4 Vision იმეორებს კომპანია Lada-ს სამოდელო სერიაში არსებული ავტომობილების დიზაინს. განსაკუთრებით იგრძნობა პოპულარულ X-Ray SUV-ის გავლენა.
Lada, როგორც Group Renault-ის კუთვნილი კომპანია, განახლებას გეგმავს და ამ გეგმის ფარგლებში 2026 წლისთვის 8 ახალი და განახლებული მოდელის წარმოდგენას აპირებს.