weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

როგორი იქნება ახალი „ნივა“

16:48 ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018

კომპანია Lada-მ მოსკოვის ავტოშოუზე 4X4 Vision კონცეპტი წარადგინა. იგი  ავტომობილ „ნივა“-ს ახალი თაობის სტუდიური მოდელია.

„ნივა“ რომელიც ვიზუალურად თითქმის არ შეცვლილა, მისი წარმოების დაწყებიდან დღემდე ახლა სრულიად სახეცვლილი წარდგა პუბლიკის წინაშე. როგორც კომპანიაში აცახდებენ ეს არის Land Rover Defender-ის მსგავსი უკომპრომისო „ოფროუდერი“ და რუსეთის „ნამდვილი თილისმა“.

კომპანია Lada-ს დიზაინერის, ბრიტონ სტივ მატინის განცახდებით, 4X4 Vision წარმოადგენს ფილოსოფიას საუკეთესო ოფროუდერი ავტომობილისა. ხოლო კითხვაზე - ზუსტად ასეთი მოდელით რატომ არ მოხდება სერიულის ჩანაცვლება, მან უპასუხა, რომ ეს კონცეპტი გვიჩვენებს, თუ როგორი შეიძლება იყოს ახალი „ნივას“ მომავალი.

4X4 Vision იმეორებს კომპანია Lada-ს სამოდელო სერიაში არსებული ავტომობილების დიზაინს. განსაკუთრებით იგრძნობა პოპულარულ X-Ray SUV-ის გავლენა.

Lada, როგორც Group Renault-ის კუთვნილი კომპანია, განახლებას გეგმავს და ამ გეგმის ფარგლებში 2026 წლისთვის 8 ახალი და განახლებული მოდელის წარმოდგენას აპირებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]