weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

22 წლის მსახიობი ჟერარ დეპარდიეს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

12:52 პარასკევი, 31 აგვისტო 2018

22 წლის ფრანგი ქალი მსახიობი, რომელიც ვინაობას არ ამხელს, სექსუალურ ძალადობაში ფრანგული კინოს ვარსკვლავ ჟერარ დეპარდიეს ადანაშაულებს. ინფორმაცია ფრანგულმა ტელეარხმა BFM გაავრცელა.

ანონიმური ბრალმდებელის თქმით, დეპარდიემ ის მიმდინარე თვეში, პარიზში მდებარე საკუთარ სახლში გააუპატიურა. ინციდენტამდე ისინი ერთმანეთს იცნობდნენ, რადგან ახალგაზრდა მსახიობი იმ კინოსკოლაში სწავლობდა, სადაც ჟერარ დეპარდიე ლექციებს ატარებს.

ჟერარ დეპარდიეს ადვოკატმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც 69 წლის აღიარებული ფრანგი კინოვარსკვლავი ბრალდებას უარყოფს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]