weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„მისტერ რობოტი“ მაყურებელს ემშვიდობება

15:06 ორშაბათი, 03 სექტემბერი 2018

როგორ ჩანს, სერიალ „მისტერ რობოტისა“ და მსახიობ რამი მალექის ფანებს არც ისე კარგი დრო დაუდგათ, რადგან სემ ესმაილის მიერ შექმნილი სატელევიზიო შოუს მეოთხე სეზონი უკანასკნელი იქნება.

სემ ესმაილმა აღნიშნა, რომ გასაკვირი არაფერია, რადგან იგი სერიალს ხანგრძლივ არსებობას ისედაც არ უწინასწარმეტყველებდა.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს იქნებოდა, დაახლოებით, 4 ან 5 სეზონი, რადგან არ გვინდოდა ერთი ადგილის ტკეპნა. როდესაც პირველად შევქმენი „მისტერ რობოტის“ სამყარო, ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა სატელევიზიო შოუ ვიწრო აუდიტორიით. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ეს ყველაფერი ბევრად მეტი გახდა და აღფრთოვანებული ვარ გუნდით, რომელიც ჩემი წარმოდგენების რეალობად ქცევაში დამეხმარა. მინდა, შოუს მაყურებლებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბოლო სამი წლისთვის და ვუთხრა მათ, რომ ერთი სული მაქვს, როდის გავუზიარებ ფინალური სეზონის ჩანაფიქრს“, – განმარტა შოურანერმა.

ტექნო-თრილერი ჟანრის სერიალი „მისტერ რობოტი“ 2015 წელს გამოვიდა. სამმა სეზონმა სხვადასხვა დაჯილდოვებებზე 50-მდე ნომინაცია და 14 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის - ორი „ემი“ და „ოქროს გლობუსები“ წლის საუკეთესო დრამატული სერიალისა და მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის (ქრისტიან სლეიტერი).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]