გავრცელებული ინფორმაციით, აღიარებული რეჟისორი საკუთარ პრიზს მისი მორიგი ფილმის (Mektoub is Mektoub) დასრულებისთვის საჭირო თანხების გამო ყიდის.
„იმის გამო, რომ შეფერხებების გარეშე ფილმის პოსტ-პროდაქშენის დასრულებისთვის საჭირო თანხები მოიზიდოს, ფრანგული სადისტრიბუციო კომპანია Quat’Sous კეშიშის წინა ნამუშევრის სამახსოვრო ჯილდოებს აუქციონზე ყიდის. ესენია: პრიზი „ოქროს პალმის რტო“ და ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატები, რომლებიც ფილმის სიუჟეტთანაა დაკავშირებული.“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ აბდელატიფ კეშიშის ხსენებულ ახალ ფილმს პრობლემები აქამდეც ჰქონდა - დაანონსებული სრულმეტრაჟიანის ნაცვლად, გადაღებისას იგი ორნაწილიან ფილმად იქცა, რამაც მაუწყებელ France Télévisions-თან კონტრაქტის თაობაზე უკმაყოფილება გამოიწვია.