weather cur horoscope tv
აპრილი 02, 2020

სერიალ „მხედვარში“ მთავარ როლს ჰენრი კავილი შეასრულებს

10:17 ოთხშაბათი, 05 სექტემბერი 2018 hits 942

პოლონელი მწერლის, ანჯეი საპკოვსკის ფენტეზი ჟანრის ნაწარმოებების სერია „მხედვარის“ მიხედვით შექმნილ „ნეტფლიქსის“ სერიალში მთავარ გმირ გერალტს ბრიტანელი ვარსკვლავი ჰენრი კავილი განასახიერებს, რასაც ბესტსელერის ურიცხვ ფანატთა მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

„მხედვარის“ მთავარი პერსონაჟი გერალტ რივიელი, იგივე მხედვარი, ურჩხულებზე მონადირეა, რომელსაც, როგორც ყველა სხვა მხედვარს, ბავშვობაში გადატანილი მრავალმხრივი მუტაციების მეშვეობით, განვითარებული აქვს შესაძლებლობები: ძალა, რეაქცია, დაჩქარებული მეტაბოლიზმი და ა.შ. გერალტის მთავარი საქმიანობა ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ სახიფათო სამყაროში არსებული მონსტრების განადგურებაა.

სერიალის შოურანერი და პროდიუსერი „მარველის“ სერიალებით (Daredevil, Defenders) ცნობილი ლორენ შმიდტი იქნება. „მხედვარის“ პირველი სეზონი რვა ეპიზოდისგან იქნება შემდგარი.

ანჯეი საპკოვსკის საკულტო საგა რვა წიგნისგან შედგება. პირველი ნაწილი 1986 წელს გამოიცა, უკანასკნელი კი - 2013 წელს. 70 წლის პოლონელი მწერალი „ნეტფლიქსის“ სერიალში კრეატიული კონსულტანტის ამპლუაში იქნება.

აღსანიშნავია, რომ „მხედვარის“ მიხედვით უკვე არსებობს იგივე სათაურის მქონე ნაკლებად წარმატებული პოლონური ფილმი და მისივე მინი-სერიალის ვარიანტი, აგრეთვე პოპულარული ვიდეოთამაშების სერია, სახელად The Witcher.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]