weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რებეკა ფერგიუსონი „დიუნაში“ გამოჩნდება

12:41 ხუთშაბათი, 06 სექტემბერი 2018

ინგლისელი მსახიობი რებეკა ფერგიუსონი ოსკარის ნომინანტი კანადელი რეჟისორის, დენი ვილნევის სამეცნიერო ფანტასტიკა „დიუნაში“ ითამაშებს. მწერალ ფრენკ ჰერბერტის აღიარებული რომანის ეკრანიზაციაში, რომლის სცენარის ავტორი ოსკაროსანი ერიკ როთი გახლავთ, მთავარ როლს ახალგაზრდა ვარსკვლავი ტიმოტე შალამე შეასრულებს.

დენი ვილნევი „დიუნის“ მინიმუმ ორ სერიას გადაიღებს

რომანისა და ფილმის სიუჟეტი შორეულ მომავალში ვითარდება, სადაც პლანეტა არაკისის ხელში ჩაგდებას ფეოდალური დინასტიები ეცილებიან ერთმანეთს. ხსენებულ პლანეტაზე ნარკოტიკული ნივთიერება მელანჟი არსებობს, რომელიც ადამიანებს ახალ შესაძლებლობებს ანიჭებს და მათ უკვდავებსაც კი ხდის. მთავარი გმირი პოლ ატრეიდესი (ტიმოტე შალამე) გახლავთ, რომელიც ცენტრალური ფიგურაა პლანეტისა და მისი რესურსებისთვის გაჩაღებულ დაუნდობელ ომში.

ამბიციური პროექტის ეკრანიზაციის უფლება მწერლის ოჯახისგან სტუდია Legendary Pictures-მა 2016 წელს მოიპოვა. ფილმის გადაღებებისა და გამოსვლის თარიღები ჯერ-ჯერობით უცნობია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]