ყოველწლიურ ღონისძიება „ჰელოუინის საშინელებათა ღამეების“ (Halloween Horror Nights, ყოფილი - Fright Nights) ფარგლებში სტუდია Universal-მა თავიანთ სივრცეს სწორედ „უცნაური ამბების“ ოთახები შემატა.
ჰორორის მოყვარულ თინეიჯერებსა და უფროსი ასაკის ფანატებს ბაიერსების სახლის მისაღები ოთახის, ყმაწვილ პერსონაჟთა ლაბორატორიისა და სერიალიდან ნაცნობი სხვა ოთახების ნახვისა და დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ.