weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გალ გადოტს მარგო რობი შეცვლის

14:50 პარასკევი, 07 სექტემბერი 2018

საომარ თრილერში სათაურად „ნგრევა“ (Ruin) მთავარ როლს გალ გადოტის ნაცვლად ავსტრალიელი მარგო რობი შეასრულებს, რომელსაც პარტნიორობას ბელგიელი მათიას სხუნარტსი გაუწევს. ფილმს ახალგაზრდა რეჟისორი ჯასტინ კურზელი (Macbeth, Assassin’s Creed) გადაიღებს.

ფილმის სცენარი ავტორები მეთიუ და რაიან ფირპოები არიან. სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დანგრეულ გერმანიაში ვითარდება, სადაც ჰოლოკოსტს გადარჩენილი ახალგაზრდა ქალი შურისძიებას, ხოლო SS-ის ყოფილი კაპიტანი გადარჩენასა და ცოდვების მონანიებას ცდილობს. ორი ადამიანი ერთიანდება და ნადირობას იწყებენ SS-ის ნაცისტ სამხედროებზე.

ფილმის გადაღებები პრაღაში მალე დაიწყება, პრემიერა კი მომავალ წელს შედგება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოსკარის ნომინანტი მარგო რობი ამჟამად კვენტინ ტარანტინოს ფილმზე მუშაობითაა დაკავებული, სადაც იგი მსახიობ შერონ ტეიტის როლს ასრულებს. რაც შეეხება ჯასტინ კურზელს, იგი ამჟამად იღებს ფილმს ნედ კელის ბანდის შესახებ, სადაც მთავარ როლებს, ჩარლი ჰანემი, რასელ ქროუ, ნიკოლას ჰოლტი და ჯორჯ მაკკეი ასრულებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]