weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იშვიათი ფრინველი რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის

16:45 კვირა, 09 სექტემბერი 2018

რქაცხვირების რიგის სახეობა ნისკარტჩაფხუტა (Rhinoplax vigil) ველური ცხოველებით უკანონო ვაჭრობის სამიზნე გახდა, რაც ამ არაჩვეულებრივ ფრინველს საფრთხეს უქმნის, მაშინ, როდესაც მათი სამხრეთ-აღმოსავლეთაზიური ტყის საცხოვრებელი ქრება.

ნისკარტჩაფხუტა რქაცხვირა მხოლოდ ბრუნეის, ინდონეზიის, მალაიზიის, მიანმისა და სამხრეთ ტაილანდის დაბლობ ტყეებში ბინადრობს. ნისკარტჩაფხუტა სხვა რქაცხვირებისგან გამოირჩევიან, რადგან მათი მუზარადები უმეტესად მკვრივია და კერატინის სქელ ფენას შეიცავს, იმავე ნივთიერებას, რაც თითის ფრჩხილებში, თმასა და მარტორქის რქაშია. ამ სახეობის ქცევაზე ბევრი რამ შეუსწავლელია, თუმცა ცნობილია, რომ ისინი თავიანთ ჩაფხუტებს ფრენისას ორთაბრძოლაში იყენებენ, ალბათ საბუდარი ადგილებისა და მსხმოიარე ხეებისთვის ბრძოლისას.

რქაცხვირები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანნი არიან სამხრეთ აზიის ტყეების გადასარჩენად. როგორც „ტყის ფერმერები“, ისინი თესლებს მიმოფანტავენ მათი ამონთხევით ან დეფეკაციის შედეგად, რითაც რამდენიმე კვადრატული კილომეტრის ხეებით ხელახლა შევსებას უწყობენ ხელს.

ნისკარტჩაფხუტა რქაცხვირები განსაკუთრებით პრეტენზიულები არიან და ბუდობისთვის ფუღუროიანი უზარმაზარი ხეები სჭირდებათ. ისინი ნელა მრავლდებიან, წელიწადში ერთხელ დებენ კვერცხს და მხოლოდ ერთ ბარტყს ზრდიან. იმის გამო, რომ დედა და ბარტყი ფუღურო ბუდეში განმარტოებით ცხოვრობენ დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში (სანამ ნაშიერი დაფრთიანდება), ისინი მამრის მიერ მათ გამოკვებაზე არიან დამოკიდებულნი, მაგრამ თუ მამრს ბრაკონიერები კლავენ ნისკარტისა და ჩაფხუტის გამო, მისი ოჯახიც სავარაუდოდ, დაიხოცება.

რქაცხვირას მუზარადებზე, რომლებიც სპილოს ძვალზე რბილია და ამიტომ მათზე, როგორც მასალაზე მუშაობაც უფრო ადვილია, აზიაში დიდი მოთხოვნაა. მათგან მძივებს, სამკაულსა და ხელოვნების დახვეწილ ნიმუშებს ამზადებენ.

2016 წელს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის კონვენციის (CITES) 180-მა წევრმა სახელმწიფომ შეთანხმებას მიაღწია. იგი იმ ფრინველთა გაძლიერებული დაცვისკენაა მიმართული, რომელთა ყიდვა-გაყიდვაც 1975 წლიდან უკანონოდ ითვლება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]