weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ფეხებზე შემდგარი სახლები“ ნიუ ჯერსიში

15:50 ორშაბათი, 10 სექტემბერი 2018

მას შემდეგ, რაც დამანგრეველმა ქარიშხალმა „სენდიმ“ 2012 წელს ნიუ ჯერსის სანაპიროს გასწვრივ მდგარი სახლები ერთიანად გაანადგურა, ხალხმა მათი აღდგენა დაიწყო. მიწის ზედაპირზე აგებული ჩვეულებრივი სახლები ამჟამად მაღლა, ჰაერში, სრულიად განსხვავებულად გამოიყურება.

სტიქიის შემდეგ გადარჩენილი სახლების მეპატრონეებმა სახლების დროებით „ფეხებზე“ შეყენება დაიწყეს. ზოგიერთმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ დაეკმაყოფილებინა მშენებლობის ახალი კოდექსი ან შეემცირებინა წყალდიდობისგან დაზღვევის ტარიფები, სხვებისთვის კი შესაძლოა გულწრფელი მცდელობა იყო, დარჩენილიყვნენ იქ, სადაც ფესვები ჰქონდათ გადგმული, გარემო პირობების მიუხედავად.

ნიუ ჯერსის შტატის სანაპირო ზოლზე ქალაქები თითქმის 205 კილომეტრზეა ჩამწკრივებული. 2013 წელს ამ ახლებური სახლების გადაღება National Geographic-ისთვის აირა ვაგნერმა დაიწყო. ფოტოპროექტზე მუშაობისას დაფიქრდა იმაზე, თუ რამდენად გონივრულად იქცევიან ადამიანები. მიუხედავად მეცნიერების გაფრთხილებისა, რომ კლიმატის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს ზღვის დონის აწევა და ამინდის განსაკუთრებული გაუარესება, ადამიანები აგრძელებენ აღდგენით სამუშაოებს „სენდის“ მსგავსი მოვლენების შემდეგ. უფრო მნიშვნელოვან კითხვაზე კი - არის თუ არა ზოგიერთი ადგილი უბრალოდ უსაფრთხო ან პრაქტიკული საცხოვრებლად, აღარც ფიქრობენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]