weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პლუტონს შესაძლოა პლანეტის სტატუსი დაუბრუნდეს

14:28 ოთხშაბათი, 12 სექტემბერი 2018

12 წელი გავიდა, რაც ჯუჯა პლანეტა პლუტონმა პლანეტის სტატუსი დაკარგა. მას შემდეგ არ წყდება კამათი, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება მართებული. მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, მიზეზი, რის გამოც პლუტონი ჩამოაქვეითეს, არასწორია. შესაბამისად, ისინი პლუტონისთვის სტატუსის აღდგენას ითხოვენ.

„საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა უნდა აღიაროს, რომ პლანეტარული მეცნიერების ფუნდამენტური სხეულის, პლანეტის განსაზღვრება ამჟამად ეფუძნება კონცეპტს, რომელსაც კვლევებში არავინ იყენებს. ეს განსაზღვრება თამაშგარეთ ტოვებს მზის სისტემაში არსებულ მეორე ყველაზე კომპლექსურ, საინტერესო პლანეტას“, - ამბობს კვლევის ავტორი ფილიპ მეზგერი.

ჯგუფმა ასევე დაადგინა, რომ ჯერ კიდევ გალილეო გალილეის ეპოქიდან, სატურნის მთვარე ტიტანსა და იუპიტერის მთვარე ევროპას, მეცნიერები რუტინულად ეძახიან პლანეტას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის განმარტებას. ჯგუფის მტკიცებით, პლანეტის განსაზღვრება უნდა მოხდეს მის შიდა მასახიათებლებზე დაყრდნობით და არა ისეთი მახასიათებლებით, რომლებიც იცვლება, მაგალითად ორბიტის დინამიკა.

საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა პლუტონს პლანეტის სტატუსი ოფიციალურად 2006 წლის აგვისტოში შეუჩერა, მას შემდეგ, რაც ასტრონომიის ექსპერტთა გლობალურმა ჯგუფმა პლანეტისადმი წაყენებული მოთხოვნები განაახლა, კონკრეტულად კი დაამატა მესამე კრიტერიუმი.

  • ციური სხეული, რომელიც მზის გარშემო ორბიტაზე მოძრაობს;
  • აქვს საკმარისი მასა გრავიტაციისთვის, რათა დაძლიოს საკუთარი უხეში სხეული და გადავიდეს ჰიდროსტატიკური ეკვილიბრუმის (თითქმის მრგვალ) ფორმაში;
  • მოსუფთავებული აქვს ორბიტის გარშემო სამეზობლო.

მესამე კრიტერიუმი ნიშნავს იმას, რომ ობიექტი დომინანტი უნდა იყოს თავის ორბიტულ გზაზე და ჰქონდეს საკმარისი მასა, რათა ამ ზონიდან მოიშოროს მოფარფატე კოსმოსური ნამსხვრებები.

მიუხედავად იმისა, რომ პლუტონი პირველ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რათა პლანეტად ჩაითვალოს, ვერ ასრულებს მესამე მოთხოვნას ორბიტის მოსუფთავებასთან დაკავშირებით, რომელსაც ის კოიპერის სარტყლის მრავალ სხვა სხეულთან იზიარებს, მაგრამ როგორც ახალი კვლევა იუწყება, ამ კრიტერიუმს მხარს არ უჭერს სამეცნიერო ლიტერატურა.

გასული 200 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების გადახედვისა და ანალიზის შემდეგ, ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა იპოვა 1802 წელს გამოქვეყნებული ერთადერთი პუბლიკაცია, რომელიც პლანეტის კლასიფიცირებისთვის ორბიტის მოსუფთავების მოთხოვნას იყენებდა. ისიც ეყრდნობოდა მიზეზს, რომელიც შემდეგ უარყვეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]