weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„როდის შეასრულებს სუპერგმირის როლს გეი მამაკაცი?“ - კიტ ჰარინგტონი

15:54 ოთხშაბათი, 12 სექტემბერი 2018

სერიალ „სატახტოტა თამაშის“ ვარსკვლავი კიტ ჰარინგტონი კომპანია „მარველის“ კომიქსების მიხედვით გადაღებულ ფილმებს გეი მსახიობების არარსებობის გამო აკრიტიკებს.

„დიდი პრობლემაა „მარველთან“ მასკულინობასა და ჰომოსექსუალობაზე, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ „მარველის“ ფილმში გეი მსახიობ მამაკაცს რომელიმე სუპერგმირის როლში, მაინტერესებს როდის მოხდება, რომ ცხოვრებაში გეი მსახიობმა სუპერგმირის როლი შეასრულოს?“ - განაცხადა 31 წლის ინგლისელმა მსახიობმა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე სტუმრობისას, სადაც იგი მსახიობ ტენდი ნიუტონთან ერთად საუბრობდა ლგბტ სპორტსმენებთან დაკავშირებულ საკითხზე.

„მარველის“ კინოსტუდიაში ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა სუპერგმირებზე შექმნილი სერიული ფილმების პროდიუსერმა კევინ ფაიგიმ მცირე ხნის წინ განაცხადა, რომ შემდეგი კინოსერიების ქასთინგისთვის შემქმნელები მსგავს საკითხებში კიდევ უფრო ღრმად იქნებიან ჩართულნი.

კიტ ჰარინგტონისთვის, რომელიც მიმდინარე წელს დაქორწინდა „სატახტოთა თამაშის“ საეკრანო მეწყვილე როუზ ლესლიზე, უახლესი ფილმი გახლავთ ახალგაზრდა კანადელი რეჟისორის, ქსავიე დოლანის დრამა The Death and Life of John F. Donovan.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]