„დიდი პრობლემაა „მარველთან“ მასკულინობასა და ჰომოსექსუალობაზე, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ „მარველის“ ფილმში გეი მსახიობ მამაკაცს რომელიმე სუპერგმირის როლში, მაინტერესებს როდის მოხდება, რომ ცხოვრებაში გეი მსახიობმა სუპერგმირის როლი შეასრულოს?“ - განაცხადა 31 წლის ინგლისელმა მსახიობმა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე სტუმრობისას, სადაც იგი მსახიობ ტენდი ნიუტონთან ერთად საუბრობდა ლგბტ სპორტსმენებთან დაკავშირებულ საკითხზე.
„მარველის“ კინოსტუდიაში ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა სუპერგმირებზე შექმნილი სერიული ფილმების პროდიუსერმა კევინ ფაიგიმ მცირე ხნის წინ განაცხადა, რომ შემდეგი კინოსერიების ქასთინგისთვის შემქმნელები მსგავს საკითხებში კიდევ უფრო ღრმად იქნებიან ჩართულნი.
კიტ ჰარინგტონისთვის, რომელიც მიმდინარე წელს დაქორწინდა „სატახტოთა თამაშის“ საეკრანო მეწყვილე როუზ ლესლიზე, უახლესი ფილმი გახლავთ ახალგაზრდა კანადელი რეჟისორის, ქსავიე დოლანის დრამა The Death and Life of John F. Donovan.