weather cur horoscope tv
მარტი 29, 2020

ჰენრი კავილი სუპერმენს აღარ ითამაშებს, შემცვლელად მაიკლ ბ. ჯორდანი მოიაზრება

11:17 ხუთშაბათი, 13 სექტემბერი 2018 hits 714

ბრიტანელი მსახიობი ჰენრი კავილი, რომელმაც სუპერმენი სამ ფილმში განასახიერა, როგორც ჩანს, სტუდია „უორნერ ბრაზერსის“ ფილმებში ლურჯ კოსტიუმსა და წითელ მოსასხამს აღარ მოირგებს.

სტუდია ცდილობდა ჰენრი კავილს პოპულარული სუპერგმირის სახით კამეო როლი ჰქონოდა DC-ის კომიქსების კინოსერიების ნაწილ „შაზამში“, რომელიც მომავალი წლის 5 აპრილს გამოდის, თუმცა მსახიობსა და „უორნერ ბრაზერსს“ შორის არსებული კონტრაქტი იწურება, რისი გახანგრძლივებაც როგორც ირკვევა, აღარ მოხდება.

საუბარი ასევეა სტუდიის მხრიდან ახალგაზრდა მსახიობის მოძიების შესახებ, რადგან სამომავლოდ დაგეგმილ ფილმ „სუპერ-გოგონაში“ კლარკ კენტ/სუპერმენის ახალგაზრდობა შეიძლება იყოს ნაჩვენები.

DC-ის ვრცელი კინოსამყაროს მიმდინარე სერიებიდან ჰენრი კავილის ჩახსნა ასევე უკავშირდება მსახიობის მიერ „ნეტფლიქსის“ სერიალ „მხედვარში“ გამოჩენასაც, რასაც ჰენრი კავილი სწორედ „უორნერის“ შეცვლილი სამომავლო სტრატეგიის გამო დათანხმდა.

აქვე გეტყვით, რომ ხსენებულ კინოსამყაროს დიდი ალბათობით, კიდევ ერთი მსახიობი მოაკლდება - ბენ აფლექის მონაწილეობა ბეტმენზე გამოსასვლელ ცალკე სერიაში ნაკლებ სავარაუდოა.

რაც შეეხება ჰენრი კავილის შემცვლელს, უკვე ვრცელდება ინფორმაცია მაიკლ ბ. ჯორდანით მის ჩანაცვლებაზე. როგორც ჩანს, DC-ისა და „უორნერის“ შეფები ფერადკანიანი სუპერმენის ხილვას არ უფრთხიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]