weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

Curiosity-მ მარსის მთაზე თვალწარმტაცი პანორამული სელფი გადაიღო

13:44 ხუთშაბათი, 13 სექტემბერი 2018

NASA-ს მარსმავალმა Curiosity-მ საკუთარი თავისა და წითელი პლანეტის ეგზოტიკური, 360-გრადუსიანი ფოტო ქანების გაბურღვისა და ნიმუშების აღების შემდეგ გადაიღო. ინტერაქტიული ფოტო NASA-მ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

ფოტოზე ასახულია ვერა რუბინის ქედის სხვადასხვაგვარი რელიეფი, რომელსაც Curiosity უკვე ერთი წელიწადია იკვლევს. ფოტოზე კარგად ჩანს ქვიშის შტორმის მიერ ჩაბნელებული ცაც.

მაისის ბოლოდან მარსზე ქვიშის შტორმი მძვინვარებდა, რომელმაც სავარაუდოდ იმსხვერპლა Curiosity-ს თანამოძმე, უფრო ძველი და პატარა მავალი Opportunity, რომლისგანაც 10 ივნისის შემდეგ აღარაფერი ისმის. 20 ივნისისთვის შტორმმა მთლიანი პლანეტა მოიცვა.

Curiosity ბირთვულ საწვავზე მუშაობს და შესაბამისად, ქვიშის შტორმს მის საქმიანობაზე დიდად არ უმოქმედია, თუმცა ტონიან მავალს ბოლო დროს სულ სხვა პრობლემები შეექმნა. მაგალითად, გაბურღვის ბოლო ორი მცდელობისას მის მიერ აღებული ნიმუშები გამოუსადეგარი აღმოჩნდა.

ვერა რუბინის ქედი შარპის მთის კალთებზე მდებარეობს. ამ მთის სიმაღლე 5.5 კილომეტრია და აზიდულია 154 კმ სიგანის გეილის კრატერის ცენტრში. შარპის მთის დაბლობი Curiosity-ს სამეცნიერო კვლევების პირველი სამიზნე იყო. ქანების საშუალებით, მავალი იქ მარსის შეცვლილი გარემოს ისტორიას იკვლევს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]