weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შვარცენეგერმა შესაძლოა „მტაცებლის“ გაგრძელებაში ითამაშოს

15:51 ხუთშაბათი, 13 სექტემბერი 2018

პოპულარული ფანტასტიკური მძაფრსიუჟეტიანი ფრანშიზა „მტაცებლის“ ახალი სერიის სცენარის ავტორმა და რეჟისორმა შეინ ბლექმა ბრიტანულ გასართობ ინტერნეტ-ტელევიზია Digital Spy-სთან საუბარში არნოლდ შვარცენეგერის შესახებ ისაუბრა და ახსნა, თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა ბოლო ნაწილში ვეტერანმა ვარსკვლავმა და გამოჩნდება თუ არა იგი მორიგ სიკველში.

„სტუდიას სურდა ახალი ფილმი ახალი სამსახიობო გუნდით. პროდიუსერებს არ უნდოდათ სიუჟეტის აგება შვარცენეგერის ძველი პერსონაჟის ირგვლივ, თუმცა ისინი წინააღმდეგები არ ყოფილან ფილმის რამდენიმე სცენაში მის გამოჩენაზე. ასეც დავწერე სცენარში, თუმცა შეხვედრისას შვარცენეგერმა მითხრა: იცი, ეს პატარა როლია და არ მინდა ამაზე დათანხმება. უდავოა, შვარცენეგერის ადგილას მეც ან ფილმის მთავარი ვარსკვლავი ვიქნებოდი, ანდა საერთოდ არ მივიღებდი მონაწილეობას.“ - განმარტა შეინ ბლექმა.

ტელევიზიასთან საუბარში რეჟისორმა ასევე არ გამორიცხა, რომ თუკი მის „მტაცებელს“ სიკველი ექნება, „რკინის არნიმ“ მასში მონაწილეობა მიიღოს.

„მე მას ვუთხარი, რომ თუ მონაწილეობა ენდომება, ეს უკვე მორიგ სერიაში მოხდება. სავსებით შესაძლებელია, რომ ის არათუ ფილმში გამოჩნდეს, არამედ მასში მთავარი როლი შეასრულოს, მაგრამ ეს მომავლის საკითხია.“ - დასძინა შეინ ბლექმა, რომელიც 1987 წელს გამოსულ ორიგინალ „მტაცებელში“ ერთ-ერთ როლს ასრულებდა.

შეგახსენებთ, რომ ახალი სერია სათაურით The Predator, მსოფლიო კინოგაქირავებაში 13 სექტემბრიდან ჩაეშვება. 

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]