weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჰოლი ბერი ძალებს რეჟისურაში მოსინჯავს

13:48 პარასკევი, 14 სექტემბერი 2018

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჰოლი ბერი თავის სარეჟისორო სადებიუტო ნამუშევრად სპორტულ დრამას გადაიღებს სათაურით Bruised (ჩალურჯებული), რომელიც შერეული ორთაბრძოლების შესახებ იქნება. ფილმში მთავარ როლს თავად ოსკაროსანი მსახიობი შეასრულებს.

სცენარის ავტორი დებიუტანტი მიშელ როზენფარბი იქნება. სიუჟეტის მთავარი გმირი MMA-ის ქალი სპორტსმენი სახელად ჯეკი იქნება, რომელსაც რინგზე მარცხისა და დამცირების ატანა მოუხდა. როდესაც მის ცხოვრებაში ერთ დროს დაკარგული მცირეწლოვანი შვილი კვლავ ჩნდება, სურს კვლავ გახდეს ღირსეული დედა, საამისოდ კი რინგზე დაბრუნება და ახალგაზრდა მეტოქის დამარცხება მართებს.

სპორტული დრამის პრემიერა მომავალი წლის მარტშია დაგეგმილი.

ჰოლი ბერი ამჟამად „ჯონ უიკის“ მე-3 სერიის გადაღებებითაა დაკავებული, პარალელურად კი დიდ დროს უთმობს სპორტულ დარბაზსა და ვარჯიშებს. „ჯონ უიკის“ სერიების ტრიუკებზე მომუშავე ჯგუფი ასევე ითანამშრომლებს ჰოლი ბერის სარეჟისორო დებიუტზე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]