2014 წელს გამოქვეყნებული რომანის სიუჟეტი 1897 წლის ზამთარში, ნიუ იორკიის მახლობლად, ახალგაზრდა ქალის, ელსპეთ ჰაუელის ირგვლივ ვითარდება, რომელსაც უცნობმა ადამიანმა ქმარი და ოთხი შვილი მოუკლა. სახლში დაბრუნებული ქალი მხოლოდ ერთ გადარჩენილ შვილს, 12 წლის კალებს პოულობს და დამნაშავის კვალს ადგება...
ფილმს ახალგაზრდა დამწყები ქალი რეჟისორი, ელის ბირჩი გადაიღებს, რომელიც ნაწარმოების მიხედვით ადაპტირებული სცენარის ავტორიც თავადვეა. პრემიერის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.
რაც შეეხება ანჯელინა ჯოლის, რომელიც მსახიობის ამპლუაში მაყურებელმა ბოლოს ნახა თავად ვარსკვლავისავე გადაღებულ, 2015 წელს გამოსულ ფილმში By the Sea, მომდევნო ფილმი, სადაც იგი ასევე ითამაშებს, „დისნეის“ კინოზღაპარ „მალეფისენტის“ სიკველი იქნება, რომელის 2020 წელს გამოვა.