სწორედ ამ საფრთხის გამო, ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA), NASA და სხვა კოსმოსური სააგენტოები ავითარებენ ხელსაწყოებს, რომლებმაც დედამიწასთან სახიფათო მანძილზე მოახლოების შემთხვევაში ობიექტები უნდა გაანეიტრალოს.
ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია NASA-ს ორმაგი ასტეროიდის გადამისამართების ტესტი (DART) ანუ მსოფლიოში პირველი კოსმოსური ხომალდი, რომელიც სპეციალურად დაპროექტებულია ჩვენკენ მომავალ ასტეროიდთა მიმართულების შესაცვლელად. ამ ხომალდზე მუშაობა ახლახანს დამამთავრებელ ფაზაში გადავიდა და კოსმოსში ის უახლოეს რამდენიმე წელიწადში გაეშვება.
მისია DART-ის სატესტო გაშვება 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მაისამდე პერიოდში იგეგმება.