weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„ავატარი: ლეგენდა აანგზე“ სერიალის სახით „ნეტფლიქსზე“ გამოვა

17:43 ოთხშაბათი, 19 სექტემბერი 2018

ტელეარხ „ნიკელოდეონის“ საკულტო ანიმაციური სერიალის მხატვრულ ვერსიას ასევე სერიალის სახით მაყურებელი ტელეარხ „ნეტფლიქსზე“ იხილავს. განახლებული „ავატარი: ლეგენდა აანგზე“ კვლავაც ორიგინალის შემქმნელების მიერ იქნება დაწერილი.

„წარმოგვიდგენია, რამდენად მეტის საშუალებას მოგვცემს ანიმაციის სატელევიზიო შოუდ ადაპტირება. მეტი შესაძლებლობა გვექნება, გავაღრმავოთ პერსონაჟები, ამბები და ა.შ. “ნეტფლიქსი” მთლიანად მხარს გვიჭერს ჩვენი ხედვების განხორციელებაში და მათთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა.“ – განმარტეს პოპულარული ანიამციის შემქმნელებმა ბრაიან კონიეცკომ და მაიკლ დანტე დიმარტინომ.

პატარებისა და უფროსების საყვარელი ანიმაცია 4 სტიქიის მმართველებზე მოგვითხრობს. მთავარი გმირი აანგი კი ის ერთადერთია, რომელსაც ოთხივე სტიქიის მართვა ერთად შეუძლია და 100 წელიწადში ერთხელ ცოცხლდება, რათა სამყაროში მშვიდობა დაამყაროს.

ანიმაციური ტელესერიალი 2005-2008 წლებში სამ სეზონად გამოვიდა, შემდეგ კი მისი ფრანშიზა გაფართოვდა სიკველით სათაურად „ლეგენდა კორაზე“ (The Legend of Korra), გამოიცა კომიქსები, ვიდეოთამაშები და აგრეთვე გამოვიდა მ. ნაიტ შიამალანის 2010 წლის წარუმატებელი მხატვრული ფილმი The Last Airbender.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]