weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

მოგზაურობა მუსლიმურ ეთიოპიაში

15:09 ხუთშაბათი, 20 სექტემბერი 2018

ეთიოპია მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა. აღმოსავლეთ აფრიკის ამ სახელმწიფოში ქრისტიანობა მე-4 საუკუნეში გავრცელდა და მართლმადიდებლობა ოფიციალურ რელიგიად დაკანონდა, თუმცა ქვეყნის აღმოსავლეთი რეგიონი და მისი ჩაკეტილი ქალაქი ჰარარი მთლიანად მუსლიმებითაა დასახლებული.

ჰარარი, რომლის 4 მ სიმაღლის ქვის გალავანი XIII-XVI საუკუნეებშია ნაშენი, მრავალი სამეფოს, იმპერიისა თუ საამიროს ხელიდან ხელში გადადიოდა. საუკუნეების მანძილზე იგი არაბებს, ეგვიპტელებს, იტალიელებს, ადგილობრივი ომოროს ეთნიკურ ჯგუფსა თუ სხვა მმართველებს ეკუთვნოდათ. არაბული, ინდური, აფრიკული და ევროპული საქონლით დატვირთული ქარავნების გაჩერების ადგილი ნაცნობი იყო ინგლისელ მოგზაურ მწერალ ვილფრიდ ტესიგერისა და ფრანგ მწერალ არტურ რემბოსთვისაც.

აბისინიის ისლამურ ქალაქში 100-ზე მეტი მეჩეთია. ჰარარის ბაზარში ხელოსნებსა და მოვაჭრეებს შეხვდებით, რომლებიც პურს, თაფლს, ჩაის, ქათს, ყავას, ტკბილეულსა და ტანისამოსს ყიდიან. ადგილობრივი მოსახლეობა არაბების, მულატების, სომალელებისა და აფარების ნარევს წარმოადგენენ.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]