weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

მეტალის გიგანტური მრავალფეხა გინესის რეკორდებში მოხვდა

17:16 პარასკევი, 21 სექტემბერი 2018

ინგლისის საგრაფო ჰემპშირში მცხოვრებმა ინჟინერმა მეტ დენტონმა საკუთარი მრავალფეხა რობოტი სახელად Mantis (ჩოქელა) ააწყო, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშიც შეიტანეს. ორ ტონამდე მეტალის მოძრავი ტრანსპორტის აწყობის იდეა ავტორს ღრმა ბავშვობაში ნანახი „ვარსკვლავური ომების“ შემდეგ გაუჩნდა.

მეტ დენტონისთვის 2.8 მ სიმაღლისა და 5 მ სიგანის რობოტის შექმნის ინსპირატორი კოსმოსური კინოეპოპეის მე-5 ეპიზოდში ნანახი ცნობილი საბრძოლო ოთხფეხები გახდა.

რობოტის კონტრუქცია ავტორმა ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო, მას შემდეგ კი ოცზე მეტი მცირე ზომის ანიმატრონიკული რობოტი შექმნა.

დენტონის მეტალის მრავალფეხა იმართება როგორც კაბინიდან, კერძოდ კი ჯოისტიკითა და 28 ღილაკით, ასევე - Wi-Fi-ს დახმარებით. ტრანსპორტს 2.2. ლიტრიანი ტურბო დიზელის ძრავა აქვს. მისი კიდურები Linux PC-ის HexEngine ტექნოლოგიით მოძრაობს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]