weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახალი ტიპის ბატარეამ შესაძლოა მთლიანი ინდუსტრია შეცვალოს

13:52 შაბათი, 22 სექტემბერი 2018

დღეისთვის არსებულ ბატარეათა უმეტესობა დამზადებულია უიშვითესი ელემენტის - ლითიუმისგან, რომელსაც სამხრეთ ამერიკის მთებში მოიპოვებენ. მისი ამოწურვის შემთხვევაში კი შესაძლოა, ბატარეების წარმოება შეფერხდეს. ლითიუმ-იონის ბატარეების ძალიან იაფი ალტერნატივაა ნატრიუმი, რომელიც დედამიწაზე უხვადაა.

მეცნიერები უკვე დიდი ხანია ცდილობენ, შექმნან ისეთივე ფუნქციური ნატრიუმ-იონის ბატარეები, როგორც - ლითიუმ-იონისაა, თუმცა არის ერთი პრობლემა: ნატრიუმი აფეთქებისკენაა მიდრეკილი და პირველი რამდენიმე დამუხტვისა და განმუხტვის დროს ნატრიუმის იონები იკარგება.

მიუხედავად იმისა, რომ ნატრიუმ-იონის ბატარეები ფიზიკურად ლითიუმ-იონისაზე მძიმეა, მეცნიერები მის შექმნაზე მაინც აქტიურად მუშაობენ, რადგან მზისა და ქარის სადგურებზე მათ დიდი ოდენობით ენერგიის შენახვა საკმაოდ დაბალ ფასად შეუძლიათ.

სულ ახლახანს კი აშშ-ის პერდიუს უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს ნატრიუმის ფხვნილის ისეთი ვერსია, რომელშიც ეს ხარვეზი აღმოფხვრილია და დამუხტვაც სწორად მიმდინარეობს.

დამუხტვის თავდაპირველი ციკლებისას, ნატრიუმის იონები ბატარეის მყარ, ნაშირბადის დაბოლოებას, ანოდს ეწებებიან და არ გადაადგილდებიან მეორე დაბოლოების - კათოდისკენ. იონები წარმოქმნიან სტრუტქურას, რომელსაც „მყარი ელექტროლიტის ინტერფეისს“ უწოდებენ. პერდიუს უნივერსიტეტის მკვლევრებმა ნატრიუმი ფხვნილის სახით გამოიყენეს, რომელიც უზრუნველყოფს ნახშირბადის დაცვისთვის, ანუ „მყარი ელექტროლიტის ინტერფეისისთვის“ საკმარის ნატრიუმის ოდენობას.

მკვლევართა განცხადებით, მათ მიერ შემუშავებული მეთოდის გამოყენებით, შესაძლებელია ნატრიუმ-იონის ბატარეების წარმოება და თანაც ეს პროცესი მინიმალურ საჭიროებებს მოითხოვს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]