გადაღებული ფოტოები ბუნდოვანია, რადგან ასტეროიდზე დაჯდომის დროსაა გადაღებული.
კოსმოსური ხომალდი Hayabusa2, რომელზეც ხსენებული პატარა მავალები იყო მოთავსებული, ასტეროიდს 55 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა, შემდეგ რობოტები მისი ზედაპირისკენ ჩაუშვა და კვლავ უკან დაბრუნდა, ასტეროიდიდან 20 კმ სიმაღლეზე.
ხომალდმა მისიის ფარგლებში ასტეროიდ „რიუგუს“ ნიმუშები უნდა აიღოს და დედამიწაზე ჩამოიტანონ. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ლაბორატორიაში ამ ნიმუშების ანალიზის შემდეგ ბევრი რამ გახდება ცნობილი.