weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

„ვალდებული ვიყავი, მისთვის მეთქვა, ემი, შენ შეუდარებელი ხარ“ - პოლ მაკკარტნი

11:20 ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2018

ლეგენდარულმა მუსიკოსმა პოლ მაკკარტნიმ პოპულარულ ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუში ემი ვაინჰაუსის შესახებ ისაუბრა. მაკკარტნის თქმით, ის ემის 2008 წელს, ლივერპულში, MTV-ის ევროპული მუსიკის დაჯილოდებაზე შეხვდა.

გამოცემასთან საუბრისას მაკკარტნიმ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ მან ახალგაზრდა ვარსკვლავის დახმარება ვერ შეძლო.

,,ვიცოდი, რომ მას პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მე მხოლოდ მივესალმე. ვალდებული ვიყავი, მისთვის მეთქვა, ემი, შენ შეუდარებელი ხარ… მეთქვა ის, რაც მას პრობლემებთან, თუნდაც მცირედით გამკლავებაში დაეხმარებოდა“ – აღნიშნა 76 წლის მომღერალმა.

შეგახსენებთ, რომ გრემის 6 ჯილდოს მფლობელი ემი ვაინჰაუსი 2011 წლის 23 ივლისს, 27 წლის ასაკში, ლონდონში მდებარე საკუთარ საცხოვრებელში გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დასახელდა, რომელმაც გულის გაჩერება გამოიწვია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]