weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კანადაში ძაღლს 3D-პრინტერით დამზადებული თავის ქალა დაუმაგრეს

15:37 ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2018

გასულ წელს ტაქსას ჯიშის ძაღლს, სახელად „პეჩისს“ მეტსახელად „პატარა ცალრქა“ შეარქვეს, რისი მიზეზიც მის თავისქალაზე არსებული სიმსივნური წანაზარდი იყო. ამჯერად კი იგი თავს სამგანზომილებიანი პრინტერით დაბეჭდილი თავისქალით იწონებს და მეტსახელიც „ტიტანისთავა“ აქვს.

პენსილვანიის შტატის ბინადარ 9 წლის ტაქსას, მას შემდეგ რაც სიმსივნური წანაზარდი ამერიკელმა და კანადელმა ვეტერინარებმა მოკვეთეს, თავის ქალის 70% დაზიანებული დარჩა, ამიტომაც თხემის ძვლების ადგილი 3D პრინტერით დამზადებულმა დეტალმა დაიკავა.

რთულ ოპერაციაზე ონტარიოს შტატში არსებული გუელფის უნივერსიტეტის ონკოლოგიის დოქტორმა მიშელ ობლაკმა იმუშავა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]