weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლარს ფონ ტრიერის მორიგი ეპატაჟი

14:10 ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018

სკანდალებით ცნობილი რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი საზოგადოებას პერიოდულად ეპატაჟური გამოსვლით ახსენებს თავს. აღიარებული დანიელი რეჟისორის მორიგმა საკამათო ნაბიჯმა კინოწრეებში ახალი დავა გააჩინა.

ლარს ფონ ტრიერის ახალი ფილმი სერიულ მკვლელზეა

ლარს ფონ ტრიერის უახლესი ფილმის შვიდ პოსტერზე გამოსახული არიან მონაწილე მსახიობები და თავად რეჟისორი, რომელთა სხეულებიც ფოტოებზე ძალადობრივი ზემოქმედების შედეგადაა დაზიანებული.

შეგახსენებთ, რომ ფილმში სათაურად „სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა“, რომელიც სერიულ მკვლელზეა, მთავარ როლს მეთ დილონი ასრულებს, დანარჩენი მსახიობები კი მის მსხვერპლებს განასახიერებენ.

მსგავსი რამ ტრიერისთვის უცხო ნამდვილად არაა, რადგან მის წინა ფილმს სათაურით „ნიმფონიაკი“, ანალოგიური საკამათო პოსტერები ჰქონდა - მათზე არსებული მსახიობების ფოტოები ორგაზმის მომენტებს ასახავდა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]